Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი # 6

06.06. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა
  2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება;
  3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;
  4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი;
  5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“;
  6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე.

ასისტენტ პროფესორები: თეონა ლოდია, ლია ჩხიკვიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, რუსუდან სანაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19  წევრი

მოისმინეს:

1.1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა

ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წინაშე დააყენა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა 1991 წლის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლია ბაზიერაშვილს.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ლია ბაზიერაშვილი 1986 წელს ჩაირიცხა  (ბრძ.#4/625,   24.08.  1986 წ.) თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.

1991  წელს  (ბრძ.  #4/466,  15.  07.  1991  წ.)  თბილისის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის   კურსდამთავრებულ   ლია    ვალიკოს    ასულ    ბაზიერაშვილს    მიენიჭა კვალიფიკაცია -  ფსიქოლოგი, ფსიქოლოგია, სპეციალიზაცია -  შრომისა და  საინჟინრო ფსიქოლოგია.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1991 წლის 25 ივნისის სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის განყოფილების კურსდამთავრებულ ლია   ვალიკოს   ასულ   ბაზიერაშვილს   მიენიჭა   კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობით ფსიქოლოგი, სპეციალიზაციით შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ვინაიდან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ლია ბაზიერაშვილის სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტი ვალდებულია მის სახელზე გასცეს ახალი დიპლომი  მოქმედი ფორმით.

კერძოდ, ფაკულტეტმა უნდა დააზუსტოს  ლია ბაზიერაშვილის კვალიფიკაცია და სპეციალობა და განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი (რექტორის #55/01–01  16.04.2014წ.   ბრძანების შესაბამისად).

შევიდეს შესწორება ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1991 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია ოქმის პირობით ნომრად განისაზღვროს #1. ხოლო სხვა, დაუნომრავი ოქმები  დაინომროს შემდეგნაირად: ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმის ნომრად განისაზღვროს - #2, ზოგადი ფსიქოლოგიის ოქმის - #3, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობის  ოქმის - #4. 

აღნიშნულ ნომრებს  წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (პირობითი) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად. ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.  

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  ფილოსოფია-ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის 1991  წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმებში მითითებულ კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლია ბაზიერაშვილის მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია. ხოლო ოქმების ნომრები პირობითად ასე განისაზღვროს: შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #1/პ,   ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმი  - #2/პ,  ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #3/პ, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის  ოქმი  - #4/პ. 

2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება

დღის წესრიგის მეორე საკითხი ეხებოდა საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლების“ 2016 წლის კურსდამთავრებულ ირმა არაბიძის განცხადებას. ირმა არაბიძე განცხადებაში ითხოვს დიპლომის გამოცვლას, აღნიშნავს, რომ დამსაქმებელთან ექმნება პრობლემები (დამსაქმებელი არ აღიარებს მის კომპეტენციას პედაგოგიკაში), ვინაიდან 2016 წელს გაცემულ დიპლომში დაფიქსირებულია განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ ფიქსირდება დარგი  „დაწყებითი განათლების პედაგოგიკა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო დეპარტამენტი ითხოვს,  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირების საკითხის განხილვას, შესაბამისი ცვლილების შეტანას ფაკულეტეტის საბჭოს ოქმში და ირმა არაბიძის სახელზე  ახალი დიპლომის დანართის მოამზადებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ირმა არაბიძე 2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩაირიცხა (ბრძ.#1819/01-04, 06.10.2011) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბაკალავრო პროგრამაზე „დაწყებითი განათლება“.

ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს კორექტირება მინიჭებულ აკადემიურ ხარისხში და ჩამოაყალიბოს შემდეგნაირად:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის   აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2015/2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

  დიპლომი ჩვეულებრივი

არაბიძე თამარ

არაბიძე ირმა 

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და ერთხმად დაამტკიცეს:

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს 2016 წლის 21 მარტის #5 ოქმში და განათლების ბაკალავრებს, მათ შორის ირმა არაბიძეს, სწავლების ძირითად დარგად დაუფიქსირდეთ მასწავლებლის განათლება, ქვედარგად - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ფაკულტეტის სადოქტორო დებულებასთან დაკავშირებული ცვლილებები ეს ცვლილებები რამდენიმე პუნქტს ეხებოდა.

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დებულებაში ჩაწერილია: 

მუხლი 7. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები:

3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 10 კრედიტი, სავალდებულო)

აღნიშნული ჩანაწერი უნდა შიცვალოს და თსუ სადოქტორო მინიმალური სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს ჩამოყალიბებული - 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).

ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტს შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს და მეტი კრედიტიც მიანიჭოს.

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული ცვლილება.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებას: მუხლი 7, 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).  

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება მე-7 მუხლის 3ბ პუნქტში: პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო)

შემდეგი საკითხი ეხებოდა მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებულ ცვლილებას. პროფესორმა ლალი სურმანიძემ განიხილა სადისერტაციო ნაშრომის  გარე ექსპერტის  მიერ შეფასების საკითხი(მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის

 წარდგენის პროცედურა, პუნქტი დ). მან აღნიშნა, რომ გარე ექსპერტი არ არის აუცილებელი, რომ სხვა სასწავლო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან იყოს. ის შესაძლებლია იყოს ფაკულტეტის შიგნით არსებული ინსტიტუტის წარმომადგენლი. გარდა ამისა, გარე ექსპერტის სამუშაო არ გულისხმობს ნაშრომის სიღრმისეულად გაცნობას. ის აფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს სტრუქტურულ სტანდარტებს და ავსებს შესაბამის ცხრილს გარკვეული კომპონენტების მიხედვით (დანართი 11.2).

საბჭოს წევრებმა გარე შემფასებელთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები: 

დაისვა საკითხი გარე შემფასებლის საჭიროების შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა ადრეც არსებობდა და დისერტაციის დახვეწის საქმეში სასარგებლო იყო. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინიმალური სტანდარტის შემუშავებამდე დისერტაციას აფასებდა 3 ექსპერტი, ახალი სტანდარტის შესაბამისად, შემფასებელია 2, საბოლოოდ, მისი აღნიშვნით, ჩვენ კვლავაც ვტოვებთ სამს, ოღონდ ერთი ექსპერტი ერთვება დისერტაციის წარდგენამდე, რაც, მისი აზრით, ძალზე სასარგებლო უნდა იყოს სადისერტაციო ნაშრომის დასახვეწად.

საბჭომ იმსჯელა გარე შემფასებლის წარმოდგენილ შეფასების ფორმაზეც.   მ. დესპოტაშვილმა აზრი გამოთქვა ცვლილების შესახებ, კერძოდ, შეფასების სკალების ჩანაცვლების თაობაზე შეფასების ტექსტით; ნ. ლაბარტყავამ წამოაყენა წინადადება ამ ფორმაში განმავითარებელი შეფასების ჩამატების შესახებ, რომელიც კომენტარების სახით შეიძლება იქნას წარმოდგენილი. ე. ფირცხალავამ აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა. მ.  წერეთლისა და ი. კუტალაძის აზრით, გარე შემფასებლის შეფასების ფორმამ უნდა მოიცვას სადისერტაციო ნაშრომის ფორმალურ-სტრუქტურული შესაბამისობის ასპექტიც და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტიც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა უნდა იყოს გარე ექსპერტის მიერ ნაშრომის შეფასების მინიმალური ზღვარი. ამასთან დაკავშირებით პორფესორმა ია კუტალაძემ წამოაყენა წინადადება, რომ შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

საბჭომ ცალკე იმსჯელა ამავე ფორმაში სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტის დამატებაზე. ლ. სურმანიძის მიხედვით თსუ-ის გრიფით დაცული სადოქტორო დისერტაციების ენობრივად გამართული უნდა იყოს.ამისათვის დავამატეთ ჩვენს დებულებაში რედაქტორის ცნობა. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ სამეცნიერო ენის ფლობის საკითხი და ნაშრომის ენობრივი გამართულობა ადრე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იყო მიჩნეული. დღეს ეს ასე გამოკვეთილი აღარ არის და ნამდვილად საჭიროა ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა რედაქტორის ცნობა და რედაქტირების საკითხი სერიოზუ პრობლემას ქმნის. თ.აბაშიძემ და ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნეს, რომ რთული ა იმის დადგენა ვისი ცნობა იქნება მისაღები და რამდენად სანდო იქნება ეს ცნობა. ამასთნ დოქტორანტებმა რედაქტირებაში თანხა უნდა გადაიხადონ ან ამ თანხის დაფარვა უნდა უზრუნველყოს უნივერისტეტმა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დოქტორნატებმა მიმართეს მას წეერილით სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ითხოვენ  რედაქტირების საკიტხის გადახედვას, რადგან ის დიდი ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ქ. ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ენობრივი კომპონენტის მიხედვით სადისერტაციო ნაშრომის შეფასება აქცენტირებული უნდა იყოს; ლ. ჩხიკვიშვილის მოსაზრებით, ფსიქოლოგს, დარგის სპეციფიკის გამო, განსაკუთრებით მოეთხოვება წერის მაღალი კულტურა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შეფასების გამკაცრებაა საჭირო.

საბჭოს წევრთა მოსაზრებით, გარე ექსპერტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების საფუძველზე ნაშრომის დახვეწაზე პასუხისმგებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რასაც ის ასახავს სამეცნიერო ხელმძღვანელის საბოლოო დასკვნაში. ასევე გარე შემფასებლის სქემასაც ჯობს დაემატოს ენობრივი შეფასების კომპონენტი

საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებების შეტანას მე-9 მუხლში. ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:  გარე შემფასებლის შეფასების ფორმა მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: გარე შემფასებლის შეფასების ფორმა, დანართი 11.2 მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

ამოღებულ იქნას მე-9 მუხლის თ) პუნქტი: ენობრივი რედაქტორის წერილი (დანართი 11.3).

ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნა, რომ მე-7 მუხლში პუნქტებში: ბ)  დისერტაციის საფაკულტეტო მოსმენა/პრეზენტაცია საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“ (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი); გ) გარე შემფასებლის წინასწარი ექსპერტიზა (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი), კარგი იქნება თუ არ დაზუსტდება დრო - დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი. შესაძლებელია დოქტორანტს სურდეს იმავე სემესტრში დისერტაციის დაცვა. ასეთი ჩანაწერის შემთხვევაში დოქტორანტს დასჭირდება სემესტრის დამატება. ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა-დაცვის ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და ვერანაირად ვერ მოხერხდება ერთი სემესტრის ფარგლებში საფაკულტეტო მოსმენა, ექსპერტიზა, წარდგენა და დაცვა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა მხოლოდ ამ პირობების დაცვით უნდა მოხდეს და თუ წარადგინა სემესტრის დასაწყისში, ე.ი. წინა სემესტრში უკვე გაუვლია აღნიშნული პროცედურები. დისერტაციის დაცვის პროცედურების დასრულება იმ სემესტრში, როდესაც დოქტორანტი წარადგენს პრეზენტაციას საფაკულტეტო მოსმენაზე და გარე შემფასებლის ექსპერტიზისთვის, უბრალოდ დროში ვერ ესწრება.

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ.თ. გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა ხ. მარწყვიშვილის წინადადება: ამოღებულ იქნას მე-7 მუხლის ბ) და გ) პუნქტებიდან დაზუსტება-  (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი).

მომხრე: 14

წინააღმდეგი: 2

თავი შეიკავა: 3

დაადგინეს: არ შეიცვალოს მე-7 მუხლის ბ) და გ) პინქტების ფორმულირება.

4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წინაშე დააყენა საკითხი, რომელიც ეხებოდა იმ სტუდენტების, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა. მან აღნიშნა, რომ ამ სტუდენტებისათვის პედაგოგების მიერ შემუშავებულია ინდივიდუალური გეგმები. აღნიშნულ გეგმებს გაეცნენ თავად სტუდენტები. ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა ინდივიდუალური გეგემები გამოიტანა საბჭოზე დასამტკიცებლად. 

საბჭოს კენჭი უყარა იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილებები შევდის სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“. აღნიშნულმა პროგრამამ გაიარა რეაკრიდაცია. მიიღო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პორგრამაში აისახა. შესაბამისად, მან ეს ცვლილებები გამოიტანა საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებების დამტკიცებას სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა საკითხი, რომელიც ეხებოდა ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორების წარდგენას. მმართველ საბჭოში. დასამტკიცებლად წარმოდგენილია შემდეგი კანდიდატურები:

1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი;

2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი;

3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში წარდგენილ იქნენ თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორები: 1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი; 2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი; 3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია